„თეგეტა“ „პორშეს“ პირველი ელექტრო ავტომობილის წარდგენასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„თეგეტა“ „პორშეს“ პირველი ელექტრო ავტომობილის წარდგენასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „თეგეტას“ ინფორმაციით, 24 ივლისიდან ინსტალაციის ადგილას შესაძლებელია „პორშეს“ პირველი ელექტრო ავტომობილი „Taycan“-ის ნახვა.

„2019 წელს „პორშეს“ ბრენდმა თავისი პირველი ელექტრო ავტომობილი „Taycan“ წარუდგინა მსოფლიოს. „პორშეს“ ისტორია სწორედ ელექტრო ავტომობილით დაიწყო, ჯერ კიდევ 1898 წელს, ფერდინანდ პორშეს მიერ დაპროექტებული პირველი ავტომობილი ელექტროძრავით იყო აღჭურვილი.

„პორშეს“ ბრენდი ლეგენდარულ 70 წლიან ისტორიას ითვლის. მისი ლეგენდარულობა ორი მთავარი მიზეზით არის განპირობებული, პირველი ეყრდნობა გამოცდილებას, ცოდნას და შრომას, „პორშე“ არასდროს ღალატობს მისთვის დამახასიათებელ მაღალ ხარისხს, პროფესიონალიზმს და ინოვაციურობას; მეორე მიზეზი აბსტრაქტულია - ემოცია, კავშირის მთავარი დამამყარებელი მომხმარებელსა და ავტომობილს შორის, შეგრძნება რომელსაც „პორშეს“ მართვისას იღებს მძღოლი. ყველა მოდელი 911-ის “დნმ”-ით იქმნება და ბრენდის სპორტული სული იგრძნობა როგორც მის ქროსოვერებში, ასევე ბიზნეს კლასის სედანის ტიპის ავტომობილებში. სწორედ ამიტომ, ბრენდი ხშირად იყენებს „სულს” იმის განსამარტად, რომ ყველა ავტომობილი ერთი სპორტული ხასიათის მატარებელია, მათ შორის „Taycan“-იც, რომლის „სული“ იგივე დარჩა და ზუსტად ის ემოციური „პორშეა“ რომელიც გიყვართ, განსხვავებული ენერგიის წყაროთი.

„Soul Electrified“ ანუ სულის ელექტრიფიცირება, ასე ჟღერს „Taycan“-ის მთავარი საკომუნიკაციო გზავნილი, რომელიც პორშესთვის დამახასიათებელ ემოციურ და სპორტულ ხასიათს, ელექტრულ ენერგიაზე გადაყვანის მიუხედავად ინარჩუნებს. „პორშე ცენტრი თბილისის“ კამპანიის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის, ქართველ აუდიტორიამდე „Taycan“-ის ღირებულებების გასაგებ ენაზე მიტანა.

კამპანიის პირველ ეტაპზე საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ერთი და იგივე კითხვა დაუსვეს - „რა არის სული“?, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პასუხი განსხვავებული იყო, ყველა მათგანს აერთიანებდა „გრძნობა“, როგორც სულის მთავარი განმსაზღვრელი ნიშანი, ეს კი პორშეს ღირებულებებთან ძალიან ახლოს დგას.

მომდევნო ეტაპზე კომპანიამ ინსტალაციის დახმარებით გადაწყვიტა მიეტანა თავისი სათქმელი მომხმარებლებისთვის. 17 ივლისს, ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე გამოჩნდა ინსტალაცია, რომელზეც გამოსახულია ლათინური სიტყვა „SOUL“, სადაც „O“ ბორბლის და წყლის წისქვილის შინაარსის მატარებელია. ბორბალი გადაამუშავებს წყალს და ფუნქციურად ელექტროენერგიას აწვდის ინსტალაციას. ინსტალაციის განათება აწყობილია პორშეს ავტო ნაწილებით, ინსტალაცია დოდო ჩხეიძემ შექმნა. სული შეგვიძლია ყველაფერს შთავბეროთ და გავიაზროთ მისი არსი. ინსტალაციის შინაარსის გაგებაში მასზე დამონტაჟებული ტექსტი დაგეხმარებათ - „სული არის შინაარსი და სხეული არის ფორმა“. 24 ივლისიდან ინსტალაციის ადგილას თქვენ შეგიძლიათ იხილოთ „პორშეს“ პირველი ელექტრო ავტომობილი „Taycan“-ი, რომელიც მედია წარმომადგენლებს „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორმა პეტრე წაქაძემ წარუდგინა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა