გია ხუხაშვილი - გარკვეულ პატივისცემას იწვევს გიგა ბოკერიას გამბედაობა, როდესაც ასეთი მაღალი ანტირეიტინგით შედიხარ მაჟორიტარულ ბრძოლაში

ექსპერტი გია ხუხაშვილი „ევროპული საქართველოს“ მხრიდან მაჟორიტარობის კანდიდატებად პარტიის ლიდერების წარდგენას „პოლიტიკურად სწორ ნაბიჯს“ უწოდებს.

მისი თქმით, პოლიტიკაში შედეგის მისაღებად, მნიშვნელოვანი ელემენტია მაღალი ცნობადობა.

ამასთან, ხუხაშვილის თქმით, ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატად გიგა ბოკერიას წარდგენა მისთვის მოულოდნელი იყო.

„პარადოქსია ამას რომ ვამბობ, მაგრამ გარკვეულ პატივისცემასაც იწვევს მისი გამბედაობა, როდესაც ასეთი მაღალი ანტირეიტინგით შედიხარ მაჟორიტარულ ბრძოლაში. ბოკერია უფრო მეტად კულისებიდან ახდენდა ძალის დემონსტრირებას. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო აქტივობას ცდილობდა, მას ასე პირდაპირ ამომრჩეველთან საკუთარი ძალები არ მოუსინჯავს და მისი გამბედაობდა აქ იწვევს გარკვეულ პატივისცემას. ძალიან ბუნდოვანად მეჩვენება მისი შანსები, მაგრამ მეორე მხრივ, თეორიულადაც თუ იქნება იმის შანსი, რომ ბოკერიამ მოიგოს, ეს იქნება „ქართული ოცნების“ სრული კოლაფსის მაჩვენებელი”, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ზუგდიდში კონკურენტული არჩევნები იქნება.

„ზუგდიდში საკმაოდ კონკურენტული არჩევნები იქნება იმიტომ, რომ ტრადიციულად ხელისუფლებას იქ არ აქვს მყარი პოზიციები, შესაბამისად გარკვეულ ინტრიგას უნდა ველოდოთ. ერთი მხრივ, შიდა კონკურენციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის და მეორე მხრივ, რა პოზიციაშია „ქართული ოცნება“. განსაკუთრებით დიდი ინტრიგა არის ზუგდიდი, მაგრამ ბოკერიას, როგორც ანტიგმირის შედეგიც, რა თქმა უნდა, საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ უგულავა ორჯერ იჯდა ციხეში, ნაკლებად ანტიგმირია. ბოკერიასადმი აგრესია ძალიან მაღალია „ანტიმიშას“ თვალსაზრისით. ამომრჩეველი არანაკლებ პასუხისმგებლობას აკისრებს ბოკერიას ე.წ „სისხლიან 9 წელზე“ ვიდრე მიშას და მეორე მხრივ, მის მიმართ თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატშიც საკმაოდ მაღალი აგრესიაა. შესაბამისად, მისი ჯამური ანტირეიტინგი მაღალია. უგულავას მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატში აგრესია არ არის გამომდინარე იქიდან, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ბევრად უფრო კორექტული იყო თავის მოქმედებებსა და რიტორიკაში“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, “ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილი წარადგინა. კანდიდატები პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დაასახელა. რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში“ევროპული საქართველოს” კანდიდატები იქნებიან: ზურაბ ჭიაბერაშვილი- თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი; გიორგი ღვინიაშვილი- გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო; ირმა ნადირშვილი- რუსთავი; აჰმედ იმანყულიევი - მარნეული, გარდაბანი; ოთარ კახიძე- ქუთაისი; სერგო რატიანი- საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული; გიგი წერეთელი- ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული; აკაკი ბობოხიძე- სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი; გიგი უგულავა- ზუგდიდი; გიგა ბოკერია- ფოთი-ხობი-სენაკი; ლელა ქებურია - აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ; ხათუნა გოგორიშვილი- ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური; ტარიელ ნაკაიძე- ხულო-შუახევი-ქედა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს