ხეჩინაშვილის კლინიკის კლინიკურმა მენეჯერმა ლევან თოფაძისა და ბუსა ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა

ხეჩინაშვილის კლინიკის კლინიკური მენეჯერის, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, ამ დროისათვის ორივე პაციენტი, ლევან თოფაძე და ბუსა ჟვანია კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც კვაჭაძემ აღნიშნა, ერთი პაციენტი ამ დროისათვის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, მეორე კი ქირურგიულ დეპარტამენტში აგრძელებს მკურნალობს.

„არც ერთი მათგანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ოპერაცია ჩაუტარდა ორივე პაციენტს, კონკრეტულად რა ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ მათ, ამ დეტალებს ვერ გავახმაურებთ. ერთ-ერთი პაციენტი შესაძლოა, რამდენიმე დღეში გაწერილი იქნას კლინიკიდან, მაგრამ დღეს არა. ერთი პაციენტი მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში, ერთი პაციენტი მკურნალობს ქირურგიულ დეპარტამენტში. ორივე პაციენტი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის. ამ დროისათვის არცერთ პაციენტს არანაირი დამატებითი ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება",- განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო:ლევან თოფაძისა და ბუსა ჟვანიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო