არჩილ თალაკვაძე - სივრცეს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" ხელოვნურად იკავებდა, ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა, ამას საზოგადოება 2020 წლის არჩევნებზე გადაწყვეტს.

„როგორ ფიქრობთ, შეიძლება, მთავარი ოპოზიციური ძალა ისეთი პარტია იყოს, რომელიც დილით საზოგადოებას ეუბნება, რომ მხარს უჭერს საკანონმდებლო ცვლილებებს და საღამოს ეუბნება, ხმას ვერ აძლევს, მაგრამ მხარს ისევ უჭერს? ეს არის რეალურად გაკოტრებული პოლიტიკური პარტია. სივრცეს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" ხელოვნურად იკავებდა, ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ. როგორც მინიმუმ, მომავლის პოლიტიკაზე პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს ისეთ ოპოზიციურ პარტიებს, ვინც მხარი დაუჭირა დემოკრატიულ ცვლილებებს პარლამენტში. ვინც საზოგადოება მოატყუა და მხარი არ დაუჭირა დემოკრატიულ ცვლილებებს, რის გამოც ხელისუფლებას თვეების განმავლობაში აკრიტიკებდნენ, ეს ხალხი წარსულსა და თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა. პოლიტიკური სივრცე გახსნილია, ამისთვის დემოკრატიული ცვლილებები განვახორციელეთ. ჯანსაღ ოპონირებაზე ორიენტირებულ ძალებს მივესალმებით, რომელთა ინტერესი პირველ რიგში არის საქართველოს ეროვნული ინტერესები, დემოკრატიული განვითარება და დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა.

როგორც ხედავთ, „ნაციონალური მოძრაობა" ამ ხაზის მიღმაა. ამიტომ, მათ სერიოზული თავის მართლება მოუწევთ წინასაარჩევნო პერიოდში. საზოგადოებას უნდა აუხსნან - როგორ ხდებოდა, როცა დილით ამბობდნენ ერთს და საღამოს მეორეს აკეთებდნენ. ასევე როგორ ხდებოდა, როცა ერთი წლის განმავლობაში სხდომებს აცდენდნენ და პანდემიის, კარანტინის, საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტს სხდომების არჩატარების გამო აკრიტიკებდნენ",- განაცხადა თალაკვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო