დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის 90-წუთიანი ტესტების გამოყენებას იწყებს

დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებში, მზრუნველობის სახლებსა და ლაბორატორიებში მომავალი კვირიდან ორი სახის ახალი კორონავირუსის ტესტის გამოყენება დაიწყება, რომლის საშუალებითაც პასუხის დადგენა 60-90 წუთში იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ორი სახის სწრაფი ტესტიდან ერთი-ერთი ცხვირის ღრუს ნაცხის, მეორე კი ცხვირისა ღრუს ნაცხისა და ნერწყვის ანალიზის საფუძველზე, ტარდება.

„კორონავირუსთან საბრძოლველად ყველაზე ინოვაციურ ტექნოლოგიებს ვიყენებთ. კორონავირუსის მილიონობით სწრაფი ტესტის საშუალებით პასუხის მიღება ადგილზევე იქნება შესაძლებელი,“- აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმნა მეთ ჰენკოკმა.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტესტების საშუალებით არა მხოლოდ „კოვიდ 19“-ის, არამედ გრიპის და რესპირატორული სინციტური ვირუსის დადგენაც იქნება შესაძლებელი.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 304 695 შემთხვევაა დადასტურებული, 46 201 ადამიანი კი დაღუპულია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო