ადვოკატი თამარ ბაჩალიაშვილის მიერ მაღალჩინოსნების მაკომპრომეტირებელი მასალების მოიპოვების შესახებ ინფორმაციაზე - ყველაფერი შესაძლებელია, არაფერს გამოვრიცხავ

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ის გარკვეულწილად ფლობს ინფორმაციას მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე და ეს უნდა გადაამოწმოს. მისი თქმით, ის არაფერს არ გამორიცხავს, რადგან უფრო სიღრმისეული ინფორმაცია აქვს, რომლებზეც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობს. საქმე ეხება „შაბათის ფორმულაში" გაჟღერებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თამარ ბაჩალიაშვილმა სამი მაღალჩინოსნის მაკომპრომეტირებელი მასალები მოიპოვა.

„მე ვფლობ გარკვეულწილად, მაგრამ უნდა გადავამოწმო ყველაფერი. ყველაფერი შესაძლებელია, არაფერს არ გამოვრიცხავ და მე უფრო შორსმავალი ინფორმაციები მაქვს და უფრო სიღრმისეული. ეს არის ჩემი წყარო, ჩემი ინფორმაცია, გადავამოწმებ და შემდეგ უკვე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოძიებას მივაწოდებ, მათთან ერთად გავივლი გარკვეულ ფილტრაციას და მერე ვიმოქმედებთ შესაბამისად. ჯერ ყველაფერს უნდა კარგად გაანალიზება, რომ ხელი არ შეეშალოს გამოძიებას,“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისი თქმით, იშვიათი არ არის შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაჟღერებული ვერსიები დადასტურებულა და ახლოს ყოფილა სიმართლესთან. აქედან გამომდინარე ადვოკატი მიიჩნევს, რომ „შაბათის ფორმულის“ წამყვანი დავით ქაშიაშვილი უნდა გამოკითხულიყო.

შეგახსენებთ, რომ „შაბათის ფორმულას" წამყვანი დავით ქაშიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა