ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები სრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულების ფაზაშია.

უწყების ინფორმაციით, სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

„პროექტი ფარგლებში, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ორდონიანი ავტოსადგომი, შიდა და გარე წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გათბობა-ვენტილაციის სისტემები, ჩატარდა შიდა და გარე განათების, ვერტიკალური გეგმარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები. გარდა ამისა, ფონდი ახორციელებს წმინდა ნინოს წყაროსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას.

ბოდბეს წმინდა ნინოს დედათა მონასტერში ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია, რაც თავისთავად, იწვევდა ავტოტრანსპორტის რაოდენობის ზრდასაც. მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა კი ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას და იქმნებოდა საცობი. პროექტის დასრულების შემდეგ, მონასტრის მნახველები კეთილმოწყობილი და მოწესრიგებული ტურისტული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა