ირმა ნადირაშვილი - მე ვიქნები „ევროპული საქართველოს“ სახელით ბრძოლის ველზე რუსთავში, რუსთავმა ერთხელ, 2018 წელს, უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილს

„ჩვენ პასუხისმგებელი უნდა ვიყოთ ჩვენს არჩევანზე - საქართველო დარჩება ჭაობში, თუ განვითარდება დაივლის წინ. წავა ბოლომდე რუსეთისკენ, თუ ივლის ევროპისკენ, ეს არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი”, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოქტომბერში იქნება „უკომპრომისო ბრძოლა“. „ისტორიაში დგება მომენტი, როდესაც ჩვენი არჩევანი განაპირობებს როგორ ვიცხოვრებთ მომავალ ათწლეულებში, როგორ იცხოვრებენ ჩვენი შვილები. ეს იქნება უკომპრომისო ბრძოლა ოქტომბერში, ეს იქნება ჩვენი არჩევანი და ჩვენ პასუხისმგებელი უნდა ვიყოთ ჩვენს არჩევანზე - საქართველო დარჩება ჭაობში, თუ განვითარდება და ივლის წინ, წავა ბოლომდე რუსეთისკენ, თუ ივლის ევროპისკენ, ეს არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. ეს უნდა გავაცნობიეროთ. მე ვიქნები „ევროპული საქართველოს“ სახელით ბრძოლის ველზე რუსთავში. რუსთავმა ერთხელ, 2018 წელს ძალიან მყარი და მტკიცე უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილს. მეორე ტური წააგო რუსთავში ბიძინა ივანიშვილმა. მე მგონია, რომ რუსთაველები ისევ გამოიჩენენ პრინციპულობას და მხარს არ დაუჭერენ რუსთავში „ქართული ოცნების“ შერჩეულ კანდიდატს, რომელიც ფარცხალაძის წარმომადგენელია. წარმატებები ჩემს გუნდს! წარმატებები „ევროპულ საქართველოს“ და საქართველოს! - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, „ევროპულმა საქართველომ“ ირმა ნადირაშვილი რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს