რომან გოცირიძე - პოლიტიკური პროცესი არის ვაჭრობაც, გარიგებაც, კონსულტაციაც და სამწუხაროდ, ცუდმა პარტიებმა იციან გადაგდებაც

პოლიტიკური პროცესი არის ვაჭრობაც, გარიგებაც, კონსულტაციაც და სამწუხაროდ, ცუდმა პარტიებმა იციან გადაგდებაც, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისივე თქმით, ის, რასაც ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურ ვაჭრობას უწოდებს, კონსულტაციებია.

„მან უარი თქვა ამ ციკლში პოლიტიკურ საქმიანობაზე. პირადად ჩემი მოსაზრებაა, მას რომ დაეყენებინა საკუთარი კანდიდატურა ახალციხეში, ის მოიგებდა, ვინაიდან მას საკმარისი ავტორიტეტი აქვს. როგორც ჩანს გადაწყვიტა ჯერ პოლიტიკურ ცხოვრებას განერიდოს და საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი იყოს. ის, რომ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან ვაჭრობენ, შეიძლება ვთქვა მე, რომ კონსულტაციას გადიან. ეს არის პოლიტიკური ცხოვრება. ჩვენ პატიოსნად მოვედით ამ საარჩევნო ციკლში. არავინ მოგვიტყუებია და პარტიებთან უპრეცედენტო გარიგება გავაკეთეთ თბილისის მაჟორიტარების სახით. რაც შეეხება პოლიტიკურ ვაჭრობაზე გამონათქვამს, ეს იყო უკვე ამ პოლიტიკური პროცესიდან გათიშული ადამიანის, უკვე ნეიტრალური, გაბრაზებული ადამიანის გამონათქვამი, რომ მეტი კონსოლიდაცია საჭიროა ოპოზიციას შორის, ახლაც და სამომავლოდაც რომ ხელისუფლება შევცვალოთ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ არ იქნება პარლამენტის წევრი და არ დაიკავებს რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში.

ამასთან, მისი თქმით, „სამწუხაროდ, ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა