4 აგვისტოს ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური გუნდის პრეზენტაცია გაიმართება

4 აგვისტოს, 18:00 საათზე, პოლიტიკური გუნდის "ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები " პრეზენტაცია გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, ალეკო ელისაშვილი ამომრჩეველს გუნდს გააცნობს, რომელთან ერთადაც 2020 წლის არჩევნებზე იბრძოლებს და ასევე გააჟღერებს გადაწყვეტილებას საბურთალოზე მაჟორიტარობის კანდიდატად დადგომის თაობაზე.

"გუნდის პრეზენტაცია გვექნება საბურთალოზე, იმ ეზოში, სადაც გავიზარდე. საგანგებოდ და სპეციალურად ვთქვით უარი გადაპრანჭულ სივრცეებზე. პირადად მე უფრო მეტი პასუხისმგებლობით განმაწყობს ის სივრცე, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც უმრავი ადამიანი მიცნობს. მინდა, თვალებში ვუყურებდე იმ ხალხს, რომლებმაც ჩემ შესახებ ყველაფერი იციან და მათ ჩავაბარო, აქამდე ჩემ მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში, გავაცნო ჩვენი პარტიის გეგმებიც. ასევე, ხვალ გამოვაცხადებ, რა გადაწყვეტილება მივიღე საბურთალოსთან დაკავშირებით, დავდგები თუ არა მაჟორიტარ კანდიდატად ", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

მათივე ინფორმაციით, პოლიტიკური გუნდი "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" ალეკო ელისაშვილმა რამდენიმე კვირის წინ დაარეგისტრირა. 2018 წლიდან ელისაშვილი "სამოქალაქო მოძრაობას" ხელმძღვანელობდა. არის თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარის“ დამფუძნებელი, ალეკო ელისაშვილი იყო საბურთალოს დამოუკიდებელი დეპუტატი თბილისის საკრებულოში, 2017 წელს მონაწილეობა მიიღო თბილისის მერის არჩევნებში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა