რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებას სექტემბერში სამი კომპანია დაიწყებს

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის წარმოებას სამი კომპანია დაიწყებს, - ამის შესახებ ქვეყნის წარმოებისა და ვაჭრობის მინისტრმა დენის მანტუროვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, გამალეიას ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ შექმნილი ვაქცინის წარმოება მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.

„გამალეიას ინსტიტუტი სერიული წარმოების საკითხზე სამ კომპანიასთან მუშაობს, რომლებიც განთავსებულები არიან ვლადიმირის, იაროსლავისა და მოსკოვის რეგიონებში. ეს კომპანიებია: Generium-ი, R-Pharm-ი და Binnopharm-ი.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე ყოველ თვეში რამდენიმე ათასი დოზის წარმოებაა დაგეგმილი, მომავალი წლის დასაწყისისთვის კი კომპანიები წარმოებას რამდენიმე მილიონამდე გაზრდიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა