გიგა ბოკერია - ირაკლი ჩიქოვანი იმ ეპითეტებს, რაც უგულავამ თქვა, იმსახურებს და ამას განსჯის ზუგდიდელი ამომრჩეველი

ირაკლი ჩიქოვანი იმ ეპითეტებს, რაც უგულავამ თქვა, იმსახურებს და ამას განსჯის ზუგდიდელი ამომრჩეველი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ირაკლი ჩიქოვანმა საკუთარ თანაგუნდელებს უღალატა, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობა შესთავაზა. რაც შეეხება თავის ოპონენტს, ირაკლი ხახუბიას, რომელიც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ფოთი-ხობი-სენაკის ოლქში, ბოკერია აცხადებს, რომ მის ან ზოგადად „ევროპული საქართველოს“ საპირისპოროდ არა ხახუბია, არამედ ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმია.

„ბატონი ხახუბია ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, ვისთანაც „ქართული ოცნებიდან“ ცივილიზებული ურთიერთობა მაქვს. ჩვენი ყველას კონკურენტი ბიძინა ივანიშვილია. ბატონი ხახუბია და ჩიქოვანი, ორივე ჩემთვის მიუღებელი გუნდის წევრები არიან და პოლიტიკურად ორივე ცუდ ადგილასაა, მაგრამ განსხვავება არსებითია, ბატონი ჩიქოვანი არის სიმბოლო იმისი, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი. ხახუბია და ბევრი სხვა არის იმისი მაგალითი, რომ თამაშის წესები უნდა შევცვალოთ და ადამიანებს, რომლებსაც უნდათ, რომ საკუთარ ოჯახს, საკუთარ თავს და ქვეყანას შესძინონ კეთილდღეობა, არანაირი გარიგება არ უნდა სჭირდებოდეთ ხელისუფლებასთან, რომ დაცულად იგრძნონ თავი. ჩიქოვანი იმ ეპითეტებს, რაც უგულავამ თქვა, იმსახურებს და ამას განსჯის ზუგდიდელი ამომრჩეველი. ივანიშვილს და მის პოლიტიკურ „კლოუნებს“ წერტილი უნდა დავუსვათ“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისთვის პარტიის მიერ გამართულ ღონისძიებაზე მმართველი გუნდიდან თავის ოპონენტ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს „ბედკრული“ უწოდა.

„ჩემი კონკურენტი არ იქნება ბედკრული ირაკლი ჩიქოვანი, რომელმაც თვითონაც არ იცის, რომელ პარტიას, როდის წარმოადგენდა, მათ შორის, ზუგდიდში“, - განაცხადა უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა