გიგი წერეთელი - „ევროპული საქართველო“ არის დიდი იდეა უკეთესი ქვეყნისთვის

„ევროპული საქართველოს“ ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგი წერეთლის განცხადებით, იმ ვითარების შესაცვლელად, სადამდეც ახლანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა მიიყვანა, მეტი კონსოლიდაცია და ერთიანობაა საჭირო.

წერეთლის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ არის იდეა უკეთესი ქვეყნისთვის.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ასე ცხოვრება აღარ სურს, ადამიანები არიან უკიდურესად დამძიმებული სიღარიბით, უმუშევრობით, დაბალი პენსიით, დაბალი შემოსავლით, ამავდროულად დიდი ფასებით ყველაფერზე და ამასთანავე კრიმინალის ზრდით, უსამართლობით და ზოგადად, დაუცველობით, ეს ვითარება უნდა დასრულდეს და ის ხელისუფლება, რომელმაც მიიყვანა ქვეყანა აქამდე 8 წლის განმავლობაში, არ შეასრულა დაპირებები - უნდა შეიცვალოს. ამისათვის ჩვენ გვჭირდება, მკაფიო გეგმა და ხედვა, ეს სჭირდება მთლიანად ოპოზიციას, საჭიროა მეტი კონსოლიდაცია და მეტი ერთიანობა, სადაც ეს შესაძლებელია. „ევროპული საქართველო“ ჩემთვის არ არის მხოლოდ პარტიის სახელი ან პოლიტიკური გუნდი, „ევროპული საქართველო“ ეს არის დიდი იდეა უკეთესი ქვეყნისთვის, ისეთი ქვეყნისთვის, სადაც ადამიანები თავს გრძნობენ დაცულად, არის მეტი პერსპექტივა, მეტი კეთილდღეობა და არ არის უიმედობა და ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ არჩევნების შემდეგ ეს იგრძნოს ყველამ საქართველოს ყველა ოჯახში, თბილისში და რეგიონებში. ხოლო ჩემთვის, როცა წარდგენილი ვარ მაჟორიტარ დეპუტატად, ჩემი მიზანია, რომ ეს იგრძნოს მოსახლეობამ ზესტაფონში, თერჯოლაში, ბაღდათსა და ტყიბულში, მე მათი მხარდაჭერის იმედი მაქვს. არჩევნებში წარმატება საქართველოს წარმატება უნდა იყოს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა