ნორვეგია პორტებში მგზავრების გადაყვანას უკრძალავს ყველა იმ საკრუიზო გემს, რომლის ბორტზეც 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფება

ნორვეგია მის პორტებში მგზავრების გადასხმას უკრძალავს ყველა იმ საკრუიზო გემს, რომლის ბორტზეც 100-ზე მეტი მგზავრი იმყოფება. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ნორვეგიულ საკრუიზო გემ Hurtigruten-ზე მყოფ მგზავრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ახალი რეგულაცია თავდაპირველად ორი კვირით იმოქმედებს. ახალი წესი არ გავრცელდება რეგულარული სამგზავრო ბორნების მიმოსვლაზე.

ცოტა ხნის წინ საკრუიზო გემ Hurtigruten-ზე კორონავირუსი მინიმუმ 41 მგზავრს აღმოაჩნდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო