ანა კობახიძე - დაიწყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება სამთავრობო კანდიდატის სასარგებლოდ!

პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრის, პარტიის საარჩევნო საკითხების მიმართულების ხელმძღვანელის ანა კობახიძის ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა სამთავრობო კანდიდატების სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დაიწყო. ამის შესახებ განცხადება ანა კობახიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებასთან ერთად, კობახიძემ სოციალური ქსელში ფოტოც გაავრცელა, რომელზეც ისნის რაიონის გამგებელი, კახა ლაბუჩიძე, ისნის რაიონის გამგებლის მოადგილე, გიორგი რჩეულიშვილი და ვაზისუბნის საუბნო განყოფილების ხელმძღვანელი, ხვიჩა ჩალაბაშვილი არიან.

"დაიწყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება სამთავრობო კანდიდატის სასარგებლოდ! ფოტოზე აღბეჭდილი პირები: ისნის რაიონის გამგებელი - კახა ლაბუჩიძე; ისნის რაიონის გამგებლის მოადგილე - გიორგი რჩეულიშვილი; ვაზისუბნის საუბნო განყოფილების ხელმძღვანელი – ხვიჩა ჩალაბაშვილი", – წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ანა კობახიძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო