ესპანეთის ყოფილი მეფე ხუან კარლოს პირველი ქვეყანას ტოვებს

ესპანეთის ყოფილი მეფე ხუან კარლოს პირველი ქვეყნის დატოვებას აპირებს. როგორც უცხოური მედია წერს, ესპანეთის სამეფო სახლმა ხუან კარლოსის წერილი გამოაქვეყნა, სადაც იგი საკუთარ ვაჟს, მოქმედ მეფე ფილიპე VI-ს სწერს, რომ ესპანეთის დატოვება და სხვა ქვეყანაში ცხოვრება აქვს გადაწყვეტილი.

„ესპანეთის, მისი ინსტიტუტებისა და თქვენი, როგორც მეფის კეთილდღეობის სურვილიდან გამომდინარე, მსურს გაცნობოთ ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ დროისთვის ესპანეთიდან წასვლის თაობაზე“, - ნათქვამია წერილში.

ბოლო პერიოდში 82 წლის ხუან კარლოს პირველის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებებმა იჩინა თავი. „როიტერის“ ინფორმაციით, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ გამოკვლევა დაიწყო მონაწილეობდა თუ არა ხუან კარლოს პირველი ჩქაროსნული რკინიგზის ხელშეკრულების საქმეში, რომელიც საუდის არაბეთთან გაფორმდა. მანამდე შვეიცარულმა გაზეთმა დაწერა, რომ ხუან კარლოსმა ამ საქმეში მონაწილეობისთვის საუდის არაბეთის აწ უკვე გარდაცვლილი მეფისგან 100 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.

ცნობისთვის, მონარქის სავარძელი ხუან კარლოს პირველმა 1975 წელს დაიკავა. 2014 წლის ივნისში იგი ტახტიდან ოფიციალურად გადადგა და ესპანეთის მეფე მისი ვაჟი, ფილიპე VI გახდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს