თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი აშშ-ის საელჩოსთან დღეს აქციას გეგმავს

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები საქართველოში აშშ-ისსაელჩოსთან დღეს აქციას გამართავენ.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, საელჩოსთან აქციას 12:00 საათზე ჩაატარებენ.

თამაზაშვილის თქმით, ოჯახის მოთხოვნაა, საქმეში FBI ჩაერთოს.

„ამერიკის საელჩოს წინ აქციას და ტრანსფარანტების გაშლას ვაპირებთ, რომ საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის ყურადღება მივიქციოთ. შემდეგ უკვე ჩვენი ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი შეიტანს განცხადებას, თუ მოთხოვნას, რომ საქმეში FBI ჩაერთოს. მთელ საქართველოს მოვუწოდებ, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდეს და გვერდში დაგვიდგეს. რაც მეტი ვიქნებით, მით მეტი გამოხმაურება იქნება. მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ, რომ ჩემი შვილი მომიკლეს და თავი არ მოუკლავს, აპირებენ ჩემი შვილის დისკრედიტაციას“, - აცხადებს თამაზაშვილი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა