მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება სპეცსამსახურებს უკავშირდებოდეს

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, ბაჩალიაშვილის გარდაცვალება სპეცსამსახურებს უკავშირდებოდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით რამიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.

ადვოკატი არ აკონკრეტებს, თუ რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებს გულისხმობს და არის თუ არა მასში საქართველოს სპეცსამსახურები ნაგულისხმევი.

„ეტყობა, თავის საქმიანობიდან გამომდინარე, მას ჰქონდა რაღაც ისეთ ინფორმაციასთან შეხება, რომელმაც ასეთი შედეგი მოუტანა მას...ჯგუფური მკვლელობა გამორიცხული არ არის, იმიტომ, რომ ეს ერთი კაცის გაკეთებული არ არის, დეტალურად საუბარი არ შემიძლია“, - აცხადებს რამიშვილი.

წამყვანის კითხვაზე, თუ ვის გულისხმობს ჯგუფური მკვლელობის განმახორციელებლად, კრიმინალურ სამყაროს თუ სპეცსამსახურებს, რამიშვილი პასუხობს, რომ სპეცსამსახურებს.

„სპეცსამსახურები... ყველაფერი შესაძლებელია, მაგას უკვე გვანახებს, ვის რა ინტერესი შეიძლება, ჰქონდეს და ვინ რა ინტერესით იმოქმედებს ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. იდეალური ხომ იცით, არაფერი არ არის, ყოველთვის რაღაც მაინც რჩება, რაღაცები უნივერსალურად შეიძლება, ვერ გათვალო“, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო