ბრაზილიაში კორონავირუსის 16 641 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 561 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 16 641 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 750 318-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში კოვიდ 19-ს კიდევ 561 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 94 665-ს მიაღწია.

ცნობისათვის, ივლისის დასაწყისში კორონავირუსი ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუსაც დაუდასტურდა, რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ კი განმეორებითმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. პანდემიის დაწყების პერიოდიდან კორონავირუსი ბრაზილიის 7 მინისტრს გამოუვლინდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა