ენტონი ფაუჩი - კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა ბავშვების დაინფიცირებას ხარჯზე არ უნდა მოხდეს

კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა შესანიშნავი რამ არის, მაგრამ ამის მიღწევა, შესაძლოა ძალიან ძვირი დაგვიჯდეს, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

მისივე თქმით, კოლექტიური, ანუ ე.წ. ჯოგური, იმუნიტეტის მიღწევა ბავშვების ჯანმრთელობის გარისკვის ფასად არ უნდა მოხდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკის თანახმად, ბავშვები ვირუსის მძიმე ფორმით იშვიათად ავადდებიან, რისკი მაინც არსებობს. ზოგ შემთხვევაში ბავშვებს ვირუსის მძიმე ფორმა ხვდებათ. ამიტომ კოლექტიური იმუნიტეტის ბავშვების დაინფიცირებას ხარჯზე მიღწევას არასდროდ უნდა შევხედოთ მსუბუქად. ვფიქრობ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ,“- აღნიშნა ფაუჩიმ.

მისივე თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო ვარიანტი დაინფიცირების თავიდან აცილებაა.

ცნობისათვის, კოლექტიური, ანუ ე.წ. ჯოგური, იმუნიტეტის მიღწევა ორი გზითაა შესაძლებელი : პირველი, მოსახლეობის უმეტესობის დაინფიცირებით და მეორე, მასობრივი ვაქცინაციით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს