ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური გუნდის პრეზენტაციას გამართავს

დღეს, 18:00 საათზე, პოლიტიკური გუნდის "ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები " პრეზენტაცია გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, ალეკო ელისაშვილი ამომრჩეველს გუნდს გააცნობს, რომელთან ერთადაც 2020 წლის არჩევნებზე იბრძოლებს და ასევე გააჟღერებს გადაწყვეტილებას საბურთალოზე მაჟორიტარობის კანდიდატად დადგომის თაობაზე.

"გუნდის პრეზენტაცია გვექნება საბურთალოზე, იმ ეზოში, სადაც გავიზარდე. საგანგებოდ და სპეციალურად ვთქვით უარი გადაპრანჭულ სივრცეებზე. პირადად მე უფრო მეტი პასუხისმგებლობით განმაწყობს ის სივრცე, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც უმრავი ადამიანი მიცნობს. მინდა, თვალებში ვუყურებდე იმ ხალხს, რომლებმაც ჩემ შესახებ ყველაფერი იციან და მათ ჩავაბარო, აქამდე ჩემ მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში, გავაცნო ჩვენი პარტიის გეგმებიც. ასევე, ხვალ გამოვაცხადებ, რა გადაწყვეტილება მივიღე საბურთალოსთან დაკავშირებით, დავდგები თუ არა მაჟორიტარ კანდიდატად ", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

მათივე ინფორმაციით, პოლიტიკური გუნდი "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" ალეკო ელისაშვილმა რამდენიმე კვირის წინ დაარეგისტრირა. 2018 წლიდან ელისაშვილი "სამოქალაქო მოძრაობას" ხელმძღვანელობდა. არის თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარის“ დამფუძნებელი, ალეკო ელისაშვილი იყო საბურთალოს დამოუკიდებელი დეპუტატი თბილისის საკრებულოში, 2017 წელს მონაწილეობა მიიღო თბილისის მერის არჩევნებში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს