გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 აგვისტოს, 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ძეგვი, ქსანი, ხეკორძი, ქანდა, ნიჩბისი და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია ავრცელებს“.

მათივე ცნობით, ხვალ, 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფელ სტეფანწმინდაში, გველეთში, ცდოში, გერგეთის უბანზე, დევდორაკის მთაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში - სიონი, გარბანი, ფხელშე, ვარდისუბანი, ხურთისი, ტყარშეტი, ფხელშე და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგია არ მიეწოდება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
1 მარტს, "ამბასადორი ჯგუფი" კურორტ გოდერძიზე ახალ სასტუმროს - „ამბასადორი გოდერძის“ გახსნის