სამხრეთ კორეაში წყალდიდობას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ სამხრეთ კორეაში სულ მცირე 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ სამხრეთ კორეის კატასტროფებისა და უსაფრთხოების საწინააღმდეგო ღონისძიებების ცენტრალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ათზე მეტი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

გარდა ამისა, სტიქიის გამო დედაქალაქ სეულში 1 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა და თავშესაფარში გადასულიყო.

წყალდიდობის შედეგად ქვეყანაში 5 751 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ასევე გზები და ხიდები დაიტბორა. ხელისუფლებამ სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად 25 000-ზე მეტი სამართალდამცავისა და მოხალისის მობილიზება განახორციელა.

სამხრეთ კორეის კატასტროფებისა და უსაფრთხოების საწინააღმდეგო ღონისძიებების ცენტრალური შტაბის განცხადებით, ქვეყანაში მომავალი დღეების განმავლობაში ამინდის კიდევ უფრო გაუარესებაა მოსალოდნელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო