საქმიანობის უფლება ამ დროისთვის 159 ფიტნეს ცენტრს და 82 აუზს მიეცა

3 აგვისტოს მდგომარეობით, საქმიანობის უფლება 159 ფიტნეს ცენტრს და 82 აუზს მიეცა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განუცხადა, გრძელდება ობიექტების შემოწმება კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ, რაც მათთვის საქმიანობის უფლების მინიჭების წინაპირობაა.

„284 ფიტნეს ცენტრია შემოწმებული, რომელთაგან მოთხოვნები 159-მა დააკმაყოფილა, ასევე შემოწმდა 125 აუზი და მოთხოვნები 82-მა დააკმაყოფილა“, - აცხადებს ბექა ფერაძე.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის თანახმად, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში შესვლამდე პერსონალი და მომხმარებელი თერმოსკრინინგს გაივლის. ამასთან, ტრენაჟორებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაა საჭირო და დაუშვებელია საერთო სარგებლობის საშხაპეების გამოყენება, თუ საშხაპე კაბინები ერთმანეთისგან იზოლირებული არაა.

ამას გარდა, საერთო სარგებლობის სივრცეებში, გარდა სავარჯიშო სივრცეებისა, ნიღბების ტარება სავალდებულოა.

რაც შეეხება აუზებს, რეკომენდაციების თანახმად, ყველა ტიპის აუზზე შეზლონგებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაა საჭირო. ამასთან, შეზლონგი გამოყენებამდე და ყოველი გამოყენების შემდგომ უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით. აღნიშნული ობიექტების ტერიტორიაზე არსებულ დახურულ სივრცეებში მომხმარებელი ნიღბის გარეშე არ დაიშვება.

იხილეთ ვიდეო: საქმიანობის უფლება ამ დროისთვის 159 ფიტნეს ცენტრს და 82 აუზს მიეცა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა