“სამართლიანი არჩევნები” - წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 8 ფაქტი გამოვლინდა

წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 8 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, სავარაუდო მოსყიდვის 4 ფაქტი გამოვლიდა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატებისა და ოფიციალურად დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატების მიერ, 1 შემთხვევა პარტია “ლელო საქართველოსთვის” მიერ, 2 ფაქტი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, ხოლო თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის მიერ -1 ფაქტი.

“ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა. “სამართლიანი არჩევნების” მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშში, მსგავსი 8 ფაქტი დაფიქსირდა. მათ შორის, ცაგერში, ამბროლაურსა და ონში ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვა მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის სახელით. ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ნიშნები გამოვლინდა ოპოზიციური პარტიების “ლელო საქართველოსთვის” და “ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობაშიც, რომლებმაც სოციალური დახმარების აქტები განახორციელეს. კერძოდ, “ლელო საქართველოსთვის” სოფელ გლდანში არსებულ მოხუცთა პანსიონატს დაეხმარა, ხოლო- “ნაციონალური მოძრაობის” ხელვაჩაურის მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ორ ოჯახს სურსათი გადასცა”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში.

კვლევა ჩატარებულია 2020 წლის 5 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო