ექიმის ინფორმაციით, ბუსა ჟვანია კლინიკიდან შეიძლება, დღეს ან ხვალ გაწერონ, ლევან თოფაძე კი მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება

ხეჩინაშვილის კლინიკის კლინიკური მენეჯერის, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, ლევან თოფაძის და ბუსა ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კვაჭაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შესაძლოა დღეს ან ხვალ დატოვოს კლინიკა.

„მინდა გითხრათ, რომ ორივე პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის სტაბილური, ჯერჯერობით ორივე პაციენტს უტარდება მკურნალობა სტაციონარულ პირობებში. არცერთი პაციენტის მდგომარეობა არ დამძიმებულა. ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ორივე პაციენტი კონტაქტურია და ადეკვატურია. ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შეიძლება დღეს ან ხვალ დატოვოს კლინიკა“, - განაცხადა კვაჭაძემ.

რაც შეეხება ლევან თოფაძეს, ის მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ის კონტაქტურია.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც.

ბუსა ჟვანიას ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს.

იხილეთ ვიდეო: ექიმის ინფორმაციით, ბუსა ჟვანია კლინიკიდან შეიძლება, დღეს ან ხვალ გაწერონ, ლევან თოფაძე კი მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო