ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლილოს ბაზრობაზე კორონავირუსზე 4800-მდე ადამიანია გამოკვლეული, დინამოსა და ელიავას ბაზრობებზე - 500-500-მდე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლილოს ბაზრობაზე კორონავირუსზე 4800-მდე ადამიანია გამოკვლეული, დინამოსა და ელიავას ბაზრობებზე კი 500-500-მდე.

როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„ლილოს ბაზრობა გამოკვლევა დავამთავრეთ. 4800 ადამიანამდეა გამოკვლეული. ასევე დავამთავრეთ დინამოს ბაზრობა, სადაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 500 დასაქმებულია გამოკვლეული. დღეს დასრულდება ელიავას ბაზრობის ტესტირება, სადაც ამდენივე იქნება გამოკვლეული. ეს მონაცემები ხვალ საკოორდინაციო საბჭოზე შეჯამდება. დინამოსა და ელიავას ბაზრობაზე ამ ეტაპზე არცერთი არაა ინფიცირებული. ლილოში იყო 6. ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გვაქვს, არავითარი პანიკის საფუძველი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ბაზრობებზე ინტენსიური მობილობაა, ამ ეტაპზე ამ სამი ბაზრობიდან, რომელიც გამოვიკვლიეთ, საპანიკო არაფერი არაა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, რა მეთოდით და მიდგომებით გაგრძელდება ბაზრობების კვლევა, ხვალ საკოორდიციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდება.

ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
ქართული პრესის მიმოხილვა 04.03.2021
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
შეფუთვის ვინტაჟური სტილი და ევროპული სტანდარტების ქარხანა - „ვაკე“ 2021 წელს სიახლეებით იწყებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან