თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები, საქმეში FBI-ის ჩართვის მოთხოვნით, აშშ-ის საელჩოსთან აქციას მართავენ

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან აქციას მართავენ. როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახის მოთხოვნაა საქმეში FBI ჩაერთოს.

დედა ასევე აშშ-ს ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრას ითხოვს.

თეონა თამაზაშვილმა საელჩოს შენობის წინ დაიჩოქა და საქმის ობიექტურად გამოძიება კიდევ ერთხელ ითხოვა. მისი თქმით, თუ უახლოეს დღეებში საქმის გამოძიებაში გამოძიების ფედერალური ბიურო არ ჩაერთვება, ის შიმშილობას დაიწყებს.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ს საელჩოსთან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები აქციას მართავენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა