პროფესიული განათლების კუთხით განათლების სამინისტრო „ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან“ ითანამშრომლებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ევროპულ ბიზნესასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულ მემორანდუმს მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა და ასოციაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ მარიამ ქუჩულორიამ მოაწერეს ხელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

თამარ ქიტიაშვილის თქმით, ბიზნეს გაერთიანებებთან თანამშრომლობა ზრდის პროფესიული განათლების ხარისხს.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან გავაფორმეთ მემორანდუმი ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან. ამ ორგანიზაციამ თავის ბაზაზე შექმნა სერვისები ბიზნეს სუბიექტებისათვის, რათა მათ მარტივად შეძლონ მომზადება-გადამზადების პროგრამის განხორციელებაში ჩართვა.

ამ ტიპის თანამშრომლობა ბიზნეს გაერთიანებებთან არის მართლაც საკვანძოდ მნიშვნელოვანი, რადგან ხელს უწყობს, ერთი მხრივ, კერძო სექტორის ჩართვას პროფესიულ განათლებაში და, მეორე მხრივ – ამ სფეროს პოპულარიზაციას, რაც ყველაზე მთავარია, ზრდის პროფესიული განათლების ხარისხს“ - განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებას პროფესიული განათლების სფეროში. კერძოდ, მხარეების შეთანხმების თანახმად, ასოციაცია საკონსულტაციო სერვისს გაუწევს კერძო სექტორს, რათა გამარტივდეს კერძო კომპანიების პროფესიული მომზადება/გადამზადების სისტემაში ჩართვა.

ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით 2019 წლიდან დაიწყო. სერვისის მიწოდების პროცესის გამარტივებისათვის შეიქმნა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა http://tvet.emis.ge/, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პროვაიდერს (მათ შორის კერძო სექტორს) შეუძლია გააკეთოს განაცხადი მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვებისათვის. ასევე, ელექტრონულად მიმდინარეობს მსმენელთა რეგისტრაცია პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებზე შემდეგ ელექტრონულ პლატფორმაზე vet.emis.ge.

„ბიზნეს ასოციაციასთან მემორანდუმის გაფორმება უმნიშვნელოვანესია, რადგან ორგანიზაციას ბიზნეს სუბიექტებისათვის საკუთარ ბაზაზე შექმნილი აქვს სერვისები იმისათვის, რომ მარტივად შეძლონ მომზადება-გადამზადების პროგრამის განხორციელებაში ჩართვა. ამ ტიპის თანამშრომლობა ბიზნეს გაერთიანებებთან მართლაც საკვანძოდ მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს, ერთი მხრივ, კერძო სექტორის ჩართვას პროფესიულ განათლებაში და, მეორე მხრივ – ამ სფეროს პოპულარიზაციას, რაც პროფესიული განათლების ხარისხის გაზრდისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა