თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი ხვდება

მას შემდეგ, რაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს წინ აქცია გამართეს, მათთან შეხვედრის სურვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა გამოთქვა.

შეხვედრა დახურულ კადრს მიღმა ამ წუთებში მიმდინარეობს.

დღეს გამართულ აქციაზე თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრა და საქმეში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართულობა მოითხოვა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს