დავით ბაქრაძე - ტყუილი დაპირებები, შეუსრულებელი პირობები და გაუარესებული ცხოვრება, სწორედ ამას უნდა დავუსვათ წერტილი ოქტომბრის არჩევნებზე

„ტყუილი დაპირებები, შეუსრულებელი პირობები და გაუარესებული ცხოვრება, სწორედ ამას უნდა დავუსვათ წერტილი ოქტომბრის არჩევნებზე“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ქარელში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის ცნობით, ქარელში მოსახლეობა სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს. დავით ბაქრაძესთან საუბარში ადგილობრივები, უმუშევრობის, უპერსპექტივობის და ფასების ზრდის პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას. ადგილობრივებთან შეხვედრისას დავით ბაქრაძემ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოქტომბრის არჩევნებზე ხალხმა უნდა აირჩიოს პოლიტიკური გუნდი, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ, შეასრულებს დაპირებებს და მოაგვარებს პრობლემებს.

„ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს მოსახლეობას ქარელში და მთელ საქართველოში. უახლოეს პერიოდში კიდევ ერთხელ ვიხილავთ იგივე საარჩევნო ფოკუსს “ქართული ოცნების“ მხრიდან, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები კიდევ ერთხელ ჩამოივლიან სოფლებს, ოჯახებს, კიდევ ერთხელ გაახსენდებათ, რომ ამომრჩეველი ჰყავთ, კიდევ ერთხელ დაჰპირდებიან ყველაფრის მოგვარებას და კიდევ ერთხელ მოატყუებენ ხალხს. ეს არის ის, რაც ხდება ბოლო რამდენიმე არჩევნებია, ტყუილი დაპირებები, შეუსრულებელი პირობები და გაუარესებული ცხოვრება სწორედ ამას უნდა დავუსვათ წერტილი ოქტომბრის არჩევნებზე და უნდა ავირჩიოთ ახალი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ, რომელიც გასცემს რეალურ დაპირებას და შეასრულებს ამ დაპირებებს. რაც მთავარია, მოაგვარებს იმ პრობლემებს, გაჭირვებას, სიღარიბეს, კრიმინალს, რაც ყველაზე მეტად სჭირდება მოსახლეობას”,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო