რომან გოცირიძე -  გამიხარდება, თუ ზუგდიდში, მეორე ტურში გავა გიგი უგულავა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მეორე ტურში კი მოვუგებთ

ჩემმა ალღომ და პოლიტიკურმა გამოცდილებამ რაც მიკარნახა, ის მოხდა - როგორც გამოვთვალე, გიგი უგულავამ ზუგდიდში დააყენა თავისი კანდიდატურა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმში“ განაცხადა.

რომან გოცირიძემ აღნიშნა, გაუხარდება, თუ ზუგდიდში არჩევნების მეორე ტურში „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა და „ ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გავა, გამარჯვებას კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოიპოვებს.

„ჩემმა ალღომ და პოლიტიკურმა გამოცდილებამ მიკარნახა ის, რომ გამოვთვალე, რაც მოხდა. აგერ, ზუგდიდში დააყენა გიგიმ თავისი კანდიდატურა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვეყოლება სერიოზული კანდიდატი. მითუმეტეს, ვიცით, რომ ზუგდიდელები და სამეგრელო ყოველთვის სწორ ხაზზე იყო და უზარმაზარი მხარდაჭერა ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“.

გამიხარდება, თუ მეორე ტურში გავა გიგი უგულავა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მეორე ტურში კი მოვუგებთ. ეს იქნება ყველაზე კარგი სცენარი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ზუგდიდში მაჟორიტარად იყრის კენჭს.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა