ანტონიო გუტერეში - "კოვიდ 19"-ის გამო, მსოფლიოს 160 ქვეყანაში 1 მილიარდზე მეტი მოსწავლე და სტუდენტი დაზარალდა, 40-მა მილიონმა ბავშვმა კი სკოლამდელი ასაკის განათლების მიღება ვერ შეძლო

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ მაშინვე, როგორც კი ქვეყნების მიერ კორონავირუსის ადგილობრივი გავრცელების შემთხვევების გაკონტროლება მოხდება, მოსწავლეებისა და სტუდენტების სასწავლო დაწესებულებებში უსაფრთხოდ დაბრუნება მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს.

მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს 160 ქვეყანაში ერთ მილიარდზე მეტი მოსწავლე და სტუდენტი დაზარალდა, სულ ცოტა 40-მა მილიონმა ბავშვმა კი სკოლამდელი ასაკის განათლების მიღება ვერ შეძლო.

„ამის შედეგად მსოფლიოს მასშტაბით, მთელი თაობა კატასტროფის წინაშე დგას, რამაც შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში მიღწეული პროგრესი უკან დახიოს, შესაძლებლობების უდიდესი პოტენციალი დაკარგოს და არსებული უთანასწორობები კიდევ უფრო გააღრმავოს “, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

მისივე თქმით, მსოფლიოსთვის ახლა გადამწყვეტი პერიოდია, რომელსაც ახალგაზრდებისა და ზოგადად, ქვეყნების მომავალზე გრძელვადიანი ზეგავლენა ექნება.

„იმ გადაწყვეტილებებს, რასაც ახლა მთავრობები და მშობლები ღებულობენ, ასობით მილიონ ახალგაზრდაზე, ისევე როგორც ქვეყნების განვითარების პერსპექტივებზე ხანგრძლივი ზეგავლენა ექნება,“- აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა