გიორგი ვაშაძე -  როგორც კი გავხდები პრემიერ-მინისტრი, ვიქნებით ხალხის და არა ბანკების სამსახურში, ივანიშვილის მსგავსად

დღეს საქართველოში ნომერ პირველი პრობლემა სესხებზე უსამართლოდ მაღალი პროცენტები. საბანკო მონოპოლიებმა ფაქტობრივად ხალხის ძარცვის ხარჯზე დაიწყეს საშინელი მოგების ჩვენება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ივნისის თვეში ბანკების მოგებამ 133 მლნ ლარი შეადგინა და მიაჩნია, რომ არ შეიძლება მდიდრდებოდეს მხოლოდ ბანკი და ღარიბდებოდეს ბიზნესი.

ვაშაძისა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიციატივით შეიქმნა პეტიცია ორი მოთხოვნით: ჩამოიწეროს პენსიონერთა საბანკო სესხებზე პროცენტი და განახევრდეს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე საბანკო სესხების პროცენტები.

„ივნისში, როცა ყველას გაუჭირდა ქვეყანაში კორონავირუსის გამო, ბანკების მოგებამ მხოლოდ ივნისში შეადგინა 133 მლნ ლარი, როცა გასულ წელს იგივე პერიოდში დაახლოებით 30 მლნ ლარი იყო მათი მოგება. „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიამ „ლიბერთი ბანკის“ ოფისს მისცა შესაძლებლობა ექსკლუზიურად და მონოპოლიურად ძარცვოს ყველაზე გაჭირვებული ფენა საქართველოში-ესენი არიან პენსიონრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

მე პირობას ვდებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდთან ერთად, დეკემბერში ყველა პენსიონერის და შშმ პირის პროცენტი ჩამოიწერება, ასევე მძიმე ვითარებაში არის ქართული ბიზნესი. არ არსებობს განვითარდეს ბიზნესი, რომელიც იღებს 15%-იან სესხს. ქართული ბანკები მსოფლიოში ყველაზე რეკორდულ-ზემოგებას წერენ. 25% საკუთარ კაპიტალთან, მაშინ, როცა 7-8% არის სხვა ქვეყნებში. მეორე მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ და რომელსაც შევასრულებთ არჩევნებში გამარჯვებისთანავე არის ის, რომ 1 იანვრიდან მინიმუმ განახევრდება სესხის პროცენტი აბსოლუტურად ყველა სესხზე, რომელიც არის საქართველოში. არ შეიძლება მდიდრდებოდეს მხოლოდ ბანკი და ღარიბდებოდეს ბიზნესი. წარმოუდგენელია ბიზნესმა აკეთოს ბიზნესი თუ მას აქვს 15%,20%,25% გადასახდელი. დიდი ტყუილი, რომელიც „დამსხვრეული ოცნებების“, ივანიშვილის ოცნებების პარტიასთან ერთად გააკეთა საბანკო სექტორმა, არის ის, რომ მათ მოგვატყუეს როცა თქვეს, გადაავადეს სესხები და პროცენტებს აღარ გადაახდევინებდნენ ხალხს 3-6 თვის მანძილზე. ახლა ისინი ახდევინებენ პროცენტის პროცენტს - ეს არის უსამართლო და ეს უსამართლობა ჩვენ აუცილებლად უნდა დავასრულოთ არჩევნებში გამარჯვებისთანავე.

როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქნებით ხალხის და არა ბანკების სამსახურში ივანიშვილის მსგავსად. დავიწყოთ პროცესი, რომლითაც საბანკო მონოპოლიები აღარ იქნება“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს