ალექსანდრე ლუკაშენკო - რუსეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება ბელარუსის უახლოესი მოკავშირე

რუსეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება ბელარუსის უახლოესი მოკავშირე, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომელმაც დღეს ქვეყნის მოსახლეობასა და ეროვნულ კრებას სიტყვით მიმართა.

„რუსეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი უახლოესი მოკავშირე, ვინც არ უნდა იყოს ბელარუსის, ან რუსეთის ხელისუფლებაში. ეს ჩვენს ხალხებში ღრმადაა გამჯდარი“, - აღნიშნა ლექსანდრე ლუკაშენკომ.

ამავე დროს, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ბელარუსი სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს დაამყარებს ჩინეთთან, დასავლეთთან, შეერთებულ შტატებთან და მეზობელ სახელმწიფოებთან.

„გავაგრძელებთ საერთაშორისო პრობლემების მოგვარებას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით და თუ გვთხოვენ, მზად ვართ დახმარების ხელი სხვა სახელმწიფოებსაც გავუწოდოთ,” - აღნიშნა ლუკაშენკომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა