თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი - ისეთი ფაილები, რომელიც არსებითი მნიშვნელობის იქნებოდა, ლეპტოპის სკანირების შედეგად არ აღმოჩნდა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ისეთი ფაილები, რომელიც არსებითი მნიშვნელობის იქნებოდა, ლეპტოპის სკანირების შედეგად არ აღმოჩნდა.

მისი თქმით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპში სკანირების შედეგად აღმოჩენილია სისტემური და მომხმარებლის 193 896 ფოტო და 480 ვიდეომასალა.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი ბოლოს ლეპტოპით არის შესული 18 ივლისს, 10:02 საათზე, მას შემდეგ კი ლეპტოპს არავინ გაკარებია.

როგორც მან ჟურნალისტებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დატოვების შემდეგ განუცხადა, ისტორიაში ვებგვერდებზე უამრავი შესვლა ფიქსირდება, მაგრამ ისეთი ფაილები, რომელიც არსებითი მნიშვნელობის იქნებოდა, ლეპტოპის სკანირების შედეგად არ აღმოჩნდა.

„ვერაფერი მოვიძიე. არის იუთუბზე შესული, კინოები აქვს ნანახი. სხვაგვარი ფაილები, არ არსებობს.

ექსპერტიზისთვის დასმული კითხვები იყო: 1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის" მარკის ლეპტოპიდან მოხდეს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვა, კერძოდ, სოციალურ ქსელებში „ფეისბუკიდან“, „მესენჯერიდან“, „ვოთსაფიდან“, „ინსტაგრამიდან“, „სკაიპიდან“ და ა.შ არსებული საკონტაქტო ინფორმაციული საკომუნიკაციო ზარების ამსახველი ინფორმაცია და გავრცელებული მიმოწერა. 2. ლეპტოპში აღდგენილი და ამოღებული იქნას დანაშაულთან დაკავშირებული შემცველი ფოტო და ვიდეო ფაილები, მათი გადაღების თარიღების მიხედვით, იყო თუ არა აღნიშნული ფაილები გაგზავნილი სოციალურ ქსელში. 3. ლეპტოპში აღდგენილი და ამოღებული იქნას ვებგვერდებზე შესვლის ისტორიები.

ექსპერტიზამ დაადგინა შემდეგი, რომ მიმოწერის პროგრამები არ იყო ლოკალურად დაყენებული კომპიუტერში. აღმოჩნდა გაურკვეველი ყვავილებისა და პეიზაჟების ფოტოები. იცით როგორი ასოციაცია დამრჩა? რომ ეს არათუ პროგრამისტის და არათუ კომპიუტერის მცოდნის პირადი ლეპტოპია, ეს არის ძალიან ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანის ლეპტოპი. მგონი, მე უკეთესი პერსონალური კომპიტერი მაქვს, მეტად სამუშაო პროცესში მყოფი, უფრო ბევრი ფაილებით დატვირთული, უფრო მეტი ინფორმაციის მქონე, ვიდრე თამუნას პერსონალური კომპიუტერია"- განაცხადა რამიშვილმა.

მისივე თქმით, საქმეში აუცილებლადაა ჩასართავი ფედერალური ბიუროდან დამატებით ექსპერტები.

„უფრო მეტი ეჭვი მიჩნდება, რომ კომპიუტერთან მიმართებით ხდება იმის შექმნა, რომ გამყარდეს ის ვერსიები, რომ ამ გოგომ, თითქოსდა, მართლა საქმე თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ისეთი ფოტოებია იქ, გაურკვეველი ყვავილების, პეიზაჟების.

ადამიანი, რომელიც დასაქმებულია და მცოდნეა კომპიუტერული სისტემების, აბსოლუტურად არანაირი ინფორმაციია იქ არ არის.

„იუთუბზეა“ შესული. ბოლოს არის შესული 18 ივლისს 10:02 საათზე, რაღაც საიტზე და მას შემდეგ ლეპტოპს არავინ გაკარებია.

თუ ასეთი არაფრის მთქმელი ინფორმაცია და მარტო სურათები იქნებოდა, ამდენი დღე არ უნდა დასჭირვებოდა ამ კლონირებას და პროცედურებს. ამათი განმარტებით, რაც მათ გადმომცეს ყველაფერი სრულად ჩაატარეს. განცდა მაქვს ერთი, ეჭვი მეპარება ამ ყველაფერთან დაკავშირებით"- განაცხადა რამიშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა