ხეჩინაშვილის კლინიკის კლინიკური მენეჯერი ლევან თოფაძეზე - ვიდრე  პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მისი დაკითხვა ვერ განხორციელდება

ხეჩინაშვილის კლინიკის კლინიკური მენეჯერის, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და რეანიმაციული განყოფილებიდან დღეს ქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანენ.

მისივე თქმით, ვიდრე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია, მისი დაკითხვა ვერ მოხერხდება.

„გიდასტურებთ, რომ ორი პაციენტიდან ერთ-ერთმა კლინიკა დატოვა, მეორე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და დღეს გადაიყვანენ ქირურგიულ განყოფილებაში. პაციენტი სანამ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მისი დაკითხვა ვერ განხორციელდება. დანარჩენი დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე და იმ ვითარებაზე, რა ვითარებაც იქნება",-განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც.

ბუსა ჟვანია სამართალდამცავებმა კლინიკიდან ცოტა ხნის წინ წაიყვანეს. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა