ზარზმის მონასტერთან ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

ზარზმის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის და გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტს „მსოფლიო ბანკის“ დაფინანსებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

„პროექტი მოიცავს ზარზმის მონასტრის დაზიანებული გუმბათის, ისტორიული წყაროს კონსერვაციასა და რეაბილიტაციას. ასევე მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე თამარის წყაროსკენ მიმავალი ბილიკის მოწყობა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ადგილზე გაეცნენ.

ზარზმის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის და გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები 2021 წლის დასაწყისში დასრულდება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს