„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ იურისტი - არ ვეთანხმებით წარდგენილ ბრალს, ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ იურისტის, ნუცა ბურდულაძის განცხადებით, კლინიკის დირექტორისა და ორი ექიმის მიმართ წარდგენილ ბრალს დაცვის მხარე არ ეთანხმება. როგორც ბურდულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფორმაცია საგამოძიებო უწყების მიერ ინტერპრეტირებული სახით გავრცელდა და ის სიმართლეს არ შეესაბამება.

„სამწუხაროდ, ძალიან არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა და არასწორად გაჟღერდა ინფორმაცია. „თბილისის ცენტრალურ სავადმყოფოში" დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში ხდებოდა იტალიიდან დარგის წამყვანი სპეციალისტების ჩამოყვანა და მათ არაერთი ოპერაცია ჩაატარეს. კონკრეტულ შემთხვევაში, ისინი მონაწილეობდნენ ოპერაციაში ისევე, როგორც ეს ცნობილი იყო პაციენტისთვის და მისი კანონიერი წარმომადგენლებისთვის. არ ვეთანხმებით წარდგენილ ბრალს და ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო უმოკლეს ვადაში მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას. გთხოვთ, დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია და დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ბურდულაძემ.

რაც შეეხება კითხვას, ჰქონდათ თუ არა ქართველ ექიმებს შესაბამისი ლიცენზია ოპერაციის ჩასატარებლად, აღნიშნულთან დაკავშირებით კლინიკის იურისტი აცხადებს, რომ „შესაბამისი ორგანოები მოიკვლევენ ინფორმაციას და დადებენ დასკვნას“.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო