ღვინის ტურიზმის მიმართულებით აჭარაში ტრენინგები დაიწყო

რესტორნებისა და ღვინის ბარების თანამშრომლებისთვის ღვინის ტურიზმის შესახებ ტრენინგი დაიწყო.

ღვინისა და კერძის შეხამების ძირითადი ასპექტები, ინგრედიენტები და მათი ზეგავლენა კერძებზე, ქვევრის ღვინო და კერძის შეხამება, ღვინის გემოს მთავარი ელემენტები - იმ ძირითადი თემების ჩამონათვალია, რომლის შესახებაც თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი ბათუმში მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ტრენინგს სომელიე მაგდა სურგულაძე უძღვება, რომელიც მონაწილეებს პრაქტიკული ტრენინგისას რამდენიმე სტილის ღვინისა და კონკრეტული პროდუქტების ერთმანეთთან შეხამების სავარჯიშოებს გააკეთებინებს. ტრენინგს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებითა და USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ღვინის კლუბი ანხორციელებს.

ამავე პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს ტრენინგები აჭარაში მოქმედ გიდებსა და ღვინის მარნების წარმომადგენლებსაც ჩაუტარდათ. ღვინის ტურიზმის თემაზე თეორიულ-პრაქტიკული სწავლება მათ კახეთში გაიარეს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა