ზურაბ ჭიაბერაშვილი - წლებია „ქართულ ოცნებას“ დამცავი ინფრასტრუქტურა არ განუახლებია, რომ მდინარე კაბალმა კალაპოტი არ გადმოლახოს

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ხელისუფლება მოქალაქეების პრობლემების მიმართ უყურადღებობასა და გულგრილობას იჩენს.

როგორც ჭიაბერაშვილმა ლაგოდეხში სტიქიით დაზარალებული რამდენიმე სოფლის მონახულების შემდეგ განაცხადა, წლებია „ქართულ ოცნებას“ დამცავი ინფრასტრუქტურა არ განუახლებია, რომ მდინარემ კალაპოტი არ გადმოლახოს.

„დღეს ლაგოდეხის რამდენიმე სოფელი მოვინახულე, სადაც წუხელ ადიდებულმა მდინარე კაბალმა ოჯახებს ნათესები გაუნადგურა, კარ-მიდამო დაუტბორა, ფრინველი დაუხოცა, გზები მოუშალა. ხომ მძიმეა მიყენებული ზიანი, მაგრამ ოჯახებს სასოწარკვეთაში აგდებს ხელისუფლების უყურადღებობა და გულგრილობა. წლებია, დამცავი ინფრასტრუქტურა არ განახლებულა, რომ მდინარემ კალაპოტი არ გადმოლახოს. მეორე საკითხია დაზარალებულთა დახმარება, რომელზეც ბიუჯეტის მჭამელი „ოცნება" სულ უსახსრობას იმიზეზებს. დაზარალებულებს დახმარება სჭირდებათ!”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გუშინ, ღამით მდინარე კაბალმა სოფლები დატბორა. ადგილობრივებს ნათესები გაუნადგურდათ და ფრინველები დაეხოცათ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
სახელმძღვანელო სტარტაპერებისთვის - როგორ ხდება კადრების აყვანა კომპანიებში და რა ბენეფიტებს იღებენ დასაქმებულები
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა