საფრანგეთის მეცნიერთა საბჭო - ქვეყანაში შემოდგომაზე, შესაძლოა, კორონავირუსის მეორე ტალღა გავრცელდეს

საფრანგეთის მეცნიერთა საბჭო აცხადებს, რომ ქვეყანა ვირუსის მეორე ტალღისთვის მზად უნდა იყოს, ვინაიდან 2020 წლის შემოდგომაზე ვირუსის გავრცელების დონის მნიშვნელოვანი მატებაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

საბჭოს განმარტებით, კორონავირუსის ეპიდემიის კუთხით ქვეყანაში არამდგრადი სიტუაციაა, რომელმაც, შესაძლოა, მიმართულება ნებისმიერ დროს შეიცვალოს. მეცნიერები მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული წესების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

„ეპიდემიის მომავალი დიდწილად მოქალაქეების ხელშია, მათ სოციალური დისტანცირების ზომები უნდა დაიცვან, ”- აცხადებენ მეცნიერები.

ცნობისათვის, საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ კორონავირუსთან დაკავშირებული უახლესი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში გასული 6 დღის განმავლობაში დღეში, საშუალოდ, ინფიცირების 100 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, რაც აპრილის ბოლო პერიოდის მაჩვენებელს უტოლდება. გარდა ამისა, მოიმატა იმ კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობამაც, რომლებსაც მკურნალობა რეანიმაციურ განყოფილებებში უტარდებათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო