პოლიციამ ყარაჯალაში მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებული პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
ყაჩაღობა გუშინ გვიან ღამით, ლამია ილიაზოვას საცხოვრებელ სახლში მოხდა. სახლიდან წაღებულია ძვირფასეულობა.
საქმეზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.