ნინო ქადაგიძე - ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ

ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე დაკავებული ბუსა ჟვანიას დედამ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მეუღლემ, ნინო ქადაგიძემ განუცხადა.

ნინო ქადაგიძის თქმით, მისი შვილი სასჯელს იმსახურებს, თუმცა არა იმას, რაც წარედგინა.

„ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, თუ არა უარესი, როგორიც არის მათთვის. ვისურვებდი, რომ მე დამმართნოდა ეს. ჩვენ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, არ გავურბივართ“, - განაცხადა ნინო ჟვანიამ.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე ორი დღის წინ დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.

იხილეთ ვიდეო

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო