ირანში კორონავირუსის 2 751 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 212 ადამიანი გარდაიცვალა

ირანში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 2 751 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 314 786-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი ახალი შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის უკანასკნელი ერთი თვის პერიოდში.

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ირანში კოვიდ-19-ს კიდევ 212 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 17 617-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ BBC-მ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებზე სამჯერ მეტია, დაინფიცირებულთა რიცხვი კი თითქმის 2-ჯერ მეტია იმ მაჩვენებელზე, რასაც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს