გიგი უგულავა - დღეიდან ვიწყებთ წინასაარჩევნო კამპანიას ზუგდიდიდან - ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ერთად, ერთის წინააღმდეგ

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ის დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა.

გიგი უგულავას განცხადებით, მათი მთავარი მიზანი ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელების შემთხვევაში, კონკურენციისთვის მზადაა.

„ჩვენ დღეიდან ვიწყებთ წინასაარჩევნო კამპანიას ზუგდიდიდან. მე მზად ვარ ერთის მხრივ კონკურენციისთვის, თუ რა თქმა უნდა, კონკურენტები იქნებიან ოპოზიციიდან. ჩვენი მთავარი სამიზნე და ზუგდიდის მთავარი სამიზნე, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქის მთავარი სამიზნე არის ერთი ადამიანი. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ერთად ერთის წინააღმდეგ. ამ ადამიანის სახელი არის ივანიშვილი. მან მიიტაცა ჩვენი ქვეყანა, მან მიიტაცა ზუგდიდი, მან მიიტაცა სამეგრელო, მან მიიტაცა მთელი ქვეყანა. მთავარი პოლიტიკური ამოცანა არის სწორედ რომ ხელიდან გამოვაცალოთ ამ რუს ოლიგარქს პირველ რიგში ზუგდიდი, სამეგრელო და შემდეგ მთელი საქართველო. მე ვარ ამისთვის მზად. მე ვთვლი, რომ ზუგდიდი იქნება ერთ-ერთი მთავარი ასპარეზი.

ყველა ხელისუფლებას ესმის, რომ ზუგდიდში გამარჯვება ნიშნავს ადრე თუ გვიან ხელისუფლებაში მოსვლას, ისევე როგორც ზუგდიდში დამარცხება ნიშნავს ადრე თუ გვიან ხელისუფლების დაკარგვას. ამიტომ, აქ ივანიშვილი ყველა სიბინძურეზე წავა. მე მაქვს მასთან ბრძოლის გამოცდილება, აბსოლიტურად არა ძალადობრივი. მე რამდენჯერმე ვყავდი პირად პატიმრად, მაგრამ გამარჯვება ყოველთვის ხდება იქ, სადაც არის სიმართლე. სიმართლე არის ის, რომ ივანიშვილმა „გადააგდო“ მთელი ქვეყანა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ამასთან, უგულავა აცხადებს, რომ სერიოზულ კონკურენტად არ მიიჩნევს ირაკლი ჩიქოვანს, რომელიც ამავე ქალაქში მაჟორიტარად მმართველმა პარტიამ წარადგინა.

„ჩიქოვანი აქ 2016 წელს ვითომ ოპოზიცია იყო. შემდეგ შეუერთდა, კვლავ დაუბრუნდა „ქართულ ოცნებას". მას ადარდებს მხოლოდ სამსახურებრივი მანქანა და კაბინეტი. აქ სამსახურებრივი მანქანის და ფუფუნების ადგილი არ არის. აქ არის შრომის, ბრძოლის და ადამიანების დაცვის არეალი“, - აღნიშნა უგულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო