გერმანიის ექიმების ასოციაცია - ქვეყანაში უკვე არის კორონავირუსის მეორე ტალღა

გერმანიაში უკვე არის კორონავირუსის მეორე ტალღა და შესაძლოა ქვეყანა კიდევ უფრო ძლიერი ეპიდემიის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან ადამიანები სოციალური დისტანციის ზომებს უგულებელყოფენ - აცხადებს გერმანელ ექიმთა უმსხვილესი ასოციაცია და პროფესიული გაერთიანება Marburger Bund, რომელიც საავადმყოფოებში დასაქმებული ექიმების თითქმის 70%-ს აერთიანებს.

„ჩვენ უკვე ვართ მეორე ტალღაში“, - აღნიშნა ასოციაციის პრეზიდენტმა სუზანა იონამ.

იგი ასევე აცხადებს, რომ ნორმალური ცხოვრების წესში დაბრუნების ძლიერი წადილი და პრევენციული ზომების იგნორირება გერმანიას დააკარგვინებს იმ პროგრესს, რისი მიღწევაც პირველი ტალღის დროს მოხერხდა.

სუზანა იონამ აღნიშნა, რომ ვიდრე არ იქნება კოვიდ-19-ის სამკურნალო წამალი, ვირუსის გავრცელება უნდა შეჩერდეს, ეს კი მხოლოდ შესაძლებელია სოციალური დისტანციის, ჰიგიენის ნორმებისა და ყოველდღიურად პირბადეების ტარების, ასევე ადგილობრივად კარანტინის შემოღების, გზით.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო