მიხეილ ჩხენკელი - სამინისტრომ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ გამოცდებზე სრულფასოვანი, აკადემიური და უსაფრთხო გარემო ყოფილიყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები წარმატებით დასრულდა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გამოცდებზე აკადემიური და უსაფრთხო გარემო ყოფილიყო.

„ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები წარმატებით დასრულდა. გამოცდები ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, სამედიცინო პროტოკოლი სრულყოფილად იყო დაცული. ჩვენმა სამინისტრომ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ გამოცდაზე სრულფასოვანი, აკადემიური და უსაფრთხო გარემო ყოფილიყო. მე მინდა ყველა ადამიანს, ყველა უწყებას გადავუხადო მადლობა, ვინც ჩართული იყო გამოცდების ორგანიზებაში. აბიტურიენტთა ქულების გამოქვეყნება უკვე დაიწყო და თითოეულ მათგანს კიდევ ერთხელ წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა