ნინო ბურჯანაძე - მოუკლავი დათვის ტყავი არ უნდა გაინაწილო - ამბიცია იმას აქვს, ვინც არსად ყოფილა და უცებ პრეზიდენტობა, მინისტრობა უნდა

ძალიან კარგად ვიცი, რომ მოუკლავი დათვის ტყავი არ უნდა გაინაწილო და ჯერ ძალიან ადრეა თანამდებობებზე ლაპარაკი, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერის მხრიდან კოალიციურ მთავრობაში კონკრეტული თანამდებობების დაკავების შესახებ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, მას თანამდებობებთან დაკავშირებით „ამბიცია ვერ ექნება“ და მთავრობაში ყოფნის სურვილი არ აქვს.

„მეცინება ხოლმე, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი, ძირითადად, ეს ახალბედა პოლიტიკოსებს სჩვევიათ,ამბობს , რომ ბურჯანაძეს ამბიციები აქვსო. მე ამბიცია ვერ მექნება, რადგან ორჯერ პრეზიდენტი, ორჯერ პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი. ამბიცია იმას აქვს, ვინც არსად ყოფილა და უცებ პრეზიდენტობა, მინისტრობა და ასე შემდეგ უნდა. საკმარისი გამოცდილება მაქვს და ძალიან კარგად ვიცი, რომ მოუკლავი დათვის ტყავი არ უნდა გაინაწილო და ჯერ ძალიან ადრეა თანამდებობებზე ლაპარაკი. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ პარლამენტში ისეთი ძალით ვიყო წარმოდგენილი, რომ რეალური გავლენა მოვახდინო პოლიტიკის კეთებაზე. სულაც არაა აუცილებელი და არც სურვილი მაქვს, რომ მთავრობაში ვიყო წარმოდგენილი“, - აცხადებს ბურჯანაძე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა