ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისი პარტია მაჟორიტარების დაყენებას უმეტეს ოლქში არ აპირებს

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტია მაჟორიტარობის კანდიდატების დაყენებას უმეტეს ოლქში არ აპირებს. ამის შესახებ ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ამასთან, ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ პარტია კადრების სიმცირეს არ განიცდის.

„უახლოეს ხანებში ოფიციალურად გამოვაცხადებთ კამპანიას. უბრალოდ, ჩვენ ეს არ ვიჩქარეთ იქედან გამომდინარე, რომ მაჟორიტარ კანდიდატებს არ ვაყენებთ. არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ სახელწოდებით „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო“ და ჩვენი პარტიის ნომერი „3“ იქნება.

აქ არ არის კადრების სიმცირეზე საუბარი იმიტომ, რომ ჩვენს პარტიას არ აქვს პრობლემა ადამიანებთან ურთიერთობის. ყოველთვის ვცდილობთ ვიპოვოთ პროფესიონალი, ადამიანი, რომელმაც თავისი საქმე იცის და არ გვაქვს აკვიატებული, რომ ის ადამიანი 1000%-ით ყველა კომპონენტში ჩვენს აზრს უნდა ითვალისწინებდეს. რა თქმა უნდა, გვყავს გუნდი და ჩვენ ამას წარმოვაჩენთ.

ჩვენი პარტიის ძალიან სერიოზული პლიუსია ის, რომ ჩვენ არ ვართ ჩაკეტილები და ჩაციკლულები მხოლოდ ჩვენი თანაგუნდელების სახეებზე. ჩვენ უნდა ვეძებოთ პროფესიონალები სხვადასხვა პარტიებიდან.

ჩვენი გუნდის წევრები მუშაობენ და ჩანან კიდეც, მაგალითად, გიგლა ბარამიძე, ბესო დანელია, თამარ ზურაშვილი, მამუკა აჩბა და სხვები, ასევე, ბათუმში გია ცინცქილაძე, რომელიც ყველა ადამიანმა იცის. ჩვენი პარტია მართლა რთულ მდგომარეობაში იყო ბოლო 12 წლის განმავლობაში, ჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ გვებრძოდა, მერე „ქართული ოცნება“, რომლის ამოცანა იყო „შუა უნდა გაიკრიფოს“. რა თქმა უნდა, ეს სირთულეები გადავლახეთ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო